უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ოლხოვკა თითქმის მთლიანად გაანადგურეს.
მათივე ინფორმაციით, 10 აპრილს პროცედურული ხელმძღვანელების ჯგუფი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის საგამოძიებო-ოპერატიულ ჯგუფთან ერთად სოფელ ოლხოვკაში ჩავიდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ბოლო დრომდე იყო ოკუპირებული.
„მათ ნახეს, რომ საცხოვრებელი კორპუსების, ფერმების, სამოქალაქო ავტომობილების, ადგილობრივი სკოლისა და მაღაზიების უმეტესობა დაზიანებული ან მთლიანად განადგურებულია,“- აცხადებენ ხარკოვის საოლქო პროკურატურაში.