22.11.2024

არესტოვიჩი – პუტინის ჯარის მიერ დონბასის სრული ოკუპაციის შემთხვევაში, უკრაინა მისთვის ბოლომდე იბრძოლებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, პუტინის ჯარის მიერ დონბასის ტერიტორიის სრული ოკუპაციის შემთხვევაში, უკრაინა მისთვის ბოლომდე იბრძოლებს, რასაც მოჰყვება დიდი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური დანაკარგი.

მისივე თქმით, დონბასის დაპყრობას არ შეეგუება არც უკრაინელი ხალხი, არც ჯარი და არც პრეზიდენტი.

„სამშვიდობო შეთანხმება ამ პირობით არ იქნება ხელმოწერილი, ომი გაგრძელდება, თანაც იმ პირობით, რომ ჩვენ ვიღებთ შეიარაღებას, რუსეთი კი მას ვერსაიდან მიიღებს და ამ უპირატესობის რეალიზებას მოვახდენთ. ამ დროს ძალიან ბევრი სისხლი დაიღვრება ჩვენი მხრიდან, დამატებითი ძალისხმევის გაწევა მოგვიწევს და გრანდიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკას.

ჩვენ კი თანდათანობით, მილიმეტრებით, სისხლით გამოვიყენებთ ამ უპირატესობას, გავანადგურებთ, გავანადგურებთ და გავანადგურებთ, იქამდე, ვიდრე ჩვენ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც მოვიდა ამ მიწაზე“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img