27.11.2024

პრეზიდენტი ევროკავშირის კითხვარზე – საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა, რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად

დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც, ალბათ, რამდენიმე წელი არ ველოდით, ისიც კარგად თუ გამოგვივიდოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კითხვარის მიღება არაჩვეულებრივი ახალი შანსია, რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირს, მის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს და კიდევ უფრო უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლას.

„დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც ალბათ, რამდენიმე წელი არ ველოდით, ისიც კარგად თუ გამოგვივიდოდა, ეს არაჩვეულებრივი ახალი შანსია, რაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს და კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე, ამას ვერავინ იტყოდა. ევროკავშირმა ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს პროცესი აეჩქარებინა და ეს პროცესი გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე როცა ბრიუსელში ვიყავი და რაც მერე რეალობაში გადავიდა. დღეს ვხედავ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს ეს კითხვარი გადაეცა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირისგან კითხვარის გადმოცემა, დიდი პასუხისმგებლობაა და შევძლებთ, თუ არა გამოწვევას ვუპასუხოთ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

სალომე ზურაბიშვილმა ყველა ძალას მობილიზაციისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img