იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა და 398 მოქალაქის ქონება გაყინა.
სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 2 შვილი, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი არიან.
მანამდე, 8 აპრილს იაპონიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან ქვანახშირისა და არყის იმპორტს აკრძალავს.