გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
“აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ინტენსიური გახდება, რადგან რუსეთი საკუთარი ძალების ფოკუსირებას სწორედ იქ ახდენს. რუსული არმიის შეტევები კვლავაც ფოკუსირებულია უკრაინულ პოზიციებზე დონეცკსა და ლუგანსკთან ახლოს. ასევე, ბრძოლები გრძელდება ხერსონისა და ნიკოლაევის ირგვლივ. განახლდა ზეწოლა კრამატორსკზეც. რუსული ძალები განაგრძობენ ბელარუსიდან გამოსვლას, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები კიდევ უფრო გააძლიერონ”. – წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ტვიტერის გვერდზე.