25.11.2024

საპარლამენტო ოპოზიცია და “ქართული ოცნება” უკრაინაში ერთობლივი დელეგაციით წასვლაზე შეთანხმდნენ

საპარლამენტო ოპოზიცია და ქართული ოცნება შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში დელეგაციით წავლენ. როგორც დეპუტატები ამბობენ, დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ კვირის ბოლოს ჩავა.

“ქართული ოცნება ჯერ კიდევ მსჯელობს, დელეგაციის ხელმძღვანელი ვინ იქნება თუ არა შალვა პაპუაშვილი, ამის თაობაზე გვეცოდინება ხვალ. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დელეგაცია და ვიზიტი შედგეს კვირის ბოლოს, სავარაუდოდ. სხვა საორგანიზაციო საკითხები არის გადაწყვეტის პროცესში. მთავარი არის ის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა, რომ უკრაინაში ვიზიტი შედგეს დელეგაციით”, – თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ, რომელმაც დაადასტურა, რომ უკრაინაში თვითონაც გაემგზავრება.

როგორც პარტია მოქალაქეების ლიდერი, ლევან იოსელიანი ამბობს, დელეგაციაში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება.

ვინ და რამდენი გაემგზავრება უკრაინაში მმართველი გუნდიდან, ჯერჯერობით უცნობია. თავისი გამგზავრების შესახებ მხოლოდ დავით სერგეენკომ დაადასტურა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img