25.11.2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში სამ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ორი წევრი – ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვასილ მაღლაფერიძის და ლაშა ტუღუშის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. ლიკა შავგულიძის კანდიდატურა კი ჩააგდეს. ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა ასარჩევად პარლამენტს ფრაქცია – “ქართულმა ოცნებამ“, ლაშა ტუღუში – სახალხო დამცველმა, ლიკა შავგულიძე კი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა.

“იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური ჯგუფებისთვის კვოტები არსებობს, საპარლამენტო ტრადიციის შესაბამისად, გვქონდა მცდელობა, რომ ლია შავგულიძის კანდიდატურის წარმდგენ ოპონენტებს ჩვენი კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი, რაზეც დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენ მათ კანდიდატურას მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კენჭისყრის წინ.

ახალი წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით მოხდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img