რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია, თავდაცის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სამხედრო ხომალდი, რომელიც „საბრძოლო მასალის აფეთქებით დაზიანდა“, ბუქსირებისას ჩაიძირა.
“სარაკეტო კრეისერმა „მოსკვამ“ საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო პორტში ბუქსირებისას დაკარგა სტაბილურობა. ქარიშხლიან ზღვაში გემი ჩაიძირა”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, 13 აპრილს, რუსულ ხომალდზე ხანძრის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გავრცელდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხანძარი უკრაინელების იერიშის შედეგად მოხდა.
კრეისერი „მოსკოვი“ იგივე რუსული ხომალდია, საიდანაც უკრაინელ მესაზღვრეებს, თებერვლის ბოლოს, ზმეინის კუნძულზე, დანებებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად კი – უკრაინელი მესაზღვრეებისგან ცნობილი ფრაზა: „Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.