უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
შანავა და მენაბდიშვილი უკრაინის ქალაქ იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მებრძოლ, ბახვა ჩიქობავას მისი გადმოსვენება მარიუპოლის ბლოკადის გამო ვერ ხერხდება.