25.11.2024

ითხვისის მაღაროში 30 წლის თანამშრომელი დაიღუპა

ითხვისის მაღაროში მაღაროს უბნის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ის 30 წლის იყო. ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უვე ატარებს მოკვლევას სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ითხვისის მაღაროს თანამშრომლის გარდაცვალების გამო. კვირას, 17 აპრილს, მაღაროს უბნის უფროსი, 30 წლის, ნ.მ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებენ სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიექტური გარემოების დასადგენად. „ჯორჯიან მანგანეზი“ კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img