რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქიდან ცეცხლი გაუხსნეს დნეპროპეტროვსკის რეგიონს. დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ მიკოლა ლუკაშუკმა განაცხადა.
„დღეს დნეპროპეტროვსკის რაიონში მტრის მხრიდან დაფიქსირდა ერთი დაბომბვა, ხერსონის ოლქიდან კრივოი-როგის რეგიონის გარეუბანში. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა ლუკაშუკმა.
დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, რეგიონის საზღვრები დაცულია. მუშაობს მთელი ინფრასტრუქტურა.