უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, ომის მეორე ეტაპი დაიწყო.
“გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ის ძალიან ძლიერია” – განაცხადა ერმაკმა.
დღეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაჯგუფება დაასრულეს და აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის ემზადებიან.
დღესვე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოკუპანტების მიერ დონბასზე შეტევის დაწყება დაადასტურა.
უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზის დაწყების შესახებ განაცხადა სერგეი ლავრომაც.
„ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნად ისახავს, როგორც უკვე გამოცხადდა, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება. ამ სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა India Today-თან.