უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ჩაძირული სარაკეტო კრეისერ ,,მოსკოვის” ნამსხვრევები უკრაინის წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად აღიარა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაძირული კრეისერი უკრაინის წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში 2064 ნომრით შევიდა.
“ტურისტები, რომლებსაც ჩაძირული რუსული კრეისერის დათვალიერება მოუნდებათ, ამას ოდესიდან 80 მილის მოშორებით შეძლებენ. იუნესკოს კონვენციის თანახმად, უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის არეალში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი კვალი უკრაინას ეკუთვნის”, – წერია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.