საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს – Milan-ს და „სეზარის“ ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს უგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინას მიაწვდის მნიშვნელოვან აღჭურვილობას.
„ვფიქრობ, ეს უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ომში არ უნდა ჩავერთოთ“, – განაცხადა მაკრონმა.
„სიენენის“ ინფორმაციით, 40-მდე უკრაინელი სამხედრო საფრანგეთში გაემგზავრება, რათა აღნიშნული სისტემების მართვა შეისწავლონ.