წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში სავარაუდოდ, 22:25 საათზე ჩამოიტანენ.
წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდება და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.