25.11.2024

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს, 24 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ფრანგებმა არჩევანი ემანუელ მაკრონსა და მარინ ლე პენს შორის უნდა გააკეთონ.

მაკრონი იდეოლოგიურად ცენტრისტია და საფრანგეთის ევროკავშირში ყოფნის მომხრეა, ლე პენი კი ულტრა-მემარჯვენე იდეოლიგიის მქონე კანდიდატია და ევროკავშირისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. 

21 აპრილს გამართული დებატების შემდეგ მაკრონს გამოკითხულთა 55.5-დან 57.5%-მდე უჭერდა მხარს. ლე პენს კი 42.5-დან 44.5%-მდე. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, წინა არჩევნებზე, მაკრონს 66%, ლე პენს კი 34%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

საარჩევნო უბნები დღეს, დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8-ზე დაიხურება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img