21.09.2024
- Advertisement -spot_img

ენტონი ბლინკენი – სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი

რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს, რუსეთი ცდილობდა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის წართმევას, მაგრამ ვერ მოახერხა, -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საკუთარი სამხედრო და ეკონომიკური ძალა დაემტკიცებინა, მაგრამ მსოფლიო საპირისპიროს ხედავს.

„ის ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სამხედრო, ეკონომიკური ძალა. ჩვენ, რა თქმა უნდა, საპირისპიროს ვხედავთ.

არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი”, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ უკრაინის მხარდაჭერას ბოლომდე, საბოლოო წარმატების მიღწევამდე გააგრძელებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ჟურნალისტიკაში: ვებგაზეთი — პირველი ქართული მედიაგამოცემა, რომელიც AI-ს იყენებს

შესავალი ხელოვნური ინტელექტი (AI) დღეს მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მისი გავლენა განსაკუთრებით მძლავრია მედიისა და ჟურნალისტიკის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img