უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ.
პოდოლიაკმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელი პატიმრის დედას გაუგზავნეს. ოკუპანტები 5 000 ევრო ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დედას შვილის სიკვდილით დასჯით ემუქრებიან.
„რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ,“- წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.