24.11.2024

მედია – ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, სავარაუდოდ, მაისში წარადგენენ

ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, სავარაუდოდ, მაისში წარადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფინური გაზეთი Iltalehti ავრცელებს.

15 აპრილს, ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა განაცხადა, რომ ფინეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას.

13 აპრილს, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.

ფინეთი ნატოსთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს შეუერთდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img