23.11.2024

ბერლინში, აშშ-ის საავიაცო ბაზაზე, 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გაიმართა

40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ბერლინში, აშშ-ის რამშტეინის საავიაცო ბაზაზე შეიკრიბა. შეხვედრის ინიციატორი აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი იყო და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელი, ასევე ალიანსის 14 არაწევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა.

რამშტეინის ბაზაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის საკითხი, ასევე, უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევა იყო.

შეხვედრის მთავარი შედეგი იყო გერმანიის გადაწყვეტილება – მიაწოდოს უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკა. ქვეყანა ამ დრომდე ამაზე უარს ამბობდა. ლოიდ ოსტინმა ამას “მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდა.

თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პრენსკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებით სპეკულირება უსარგებლო და საშიშია. ოსტინი ამ კომენტარით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ბირთვული ომიც მოხდეს.

ლოიდ ოსტინმა ასევე მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, მოახდინოს კონფლიქტის დეესკალაცია. “კონფლიქტი პუტინმა დაიწყო. შესაბამისად, მან უნდა მიიღოს ამის დასრულების გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ “შეძრავს ცას და დედამიწას”, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს.

“უკრაინას სჯერა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს, ასევე სჯერა აქ ყველას” – განაცხადა ოსტინმა.

ოსტინისვე განცხადებით, მათ სურთ, რუსეთს სხვა მეზობლებისთვის მუქარა გაუძნელდეს და ეძებს მიზეზებს, რა გახდა მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე – დნესტრისპირეთში თავდასხმის საბაბი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img