24.11.2024

ანა დოლიძე – უკრაინამ და მოლდოვამ კარგა ხანია შეავსო კითხვარი, რატომ აგვიანებს ჩვენი მთავრობა? არამგონია, რომ ესეც უნიათობის ბრალია, ეს არის საბოტაჟი

11 აპრილს გამოგვიგზავნა ევროკავშირმა კითხვარი შესავსებად. ჩვენს ხელისუფლებას კი ჯერაც არ შეუვსია. ევროკავშირის წევრობა არის გასაღები ჩვენი მომავლისთვის,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, არ შეიძლება ამ მიმართულებით მოდუნება და “ქართული ოცნების” ლოდინი თუ როდის გადადგამენ ნაბიჯებს.

„11 აპრილს გამოგვიგზავნა ევროკავშირმა კითხვარი შესავსებად. ჩვენს ხელისუფლებას კი ჯერაც არ შეუვსია. ევროკავშირის წევრობა არის გასაღები ჩვენი მომავლისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მიმართულებით მოდუნება და “ქართული ოცნების” ლოდინი, თუ როდის გადადგამენ ისინი ნაბიჯებს. ის, რომ ჩვენ კითხვარი მივიღეთ, თავიდან ბოლომდე ჩვენი საზოგადოების დამსახურებაა და იმ წნეხის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამასთან დაკავშირებით.

38 გვერდიან დოკუმენტში ჩაშლილია სხვადასხვა სფეროები.

პუნქტებში შედის კონსტიტუცია, პარლამენტი, სასამართლო და ა.შ. ანუ ისეთი საკითხები, რომლის შევსებაც ძალიან მარტივია, რადგან ჩვენს სამინისტროებს ეს ყველაფერი უკვე მზად აქვს. ეს არის მხოლოდ ნახევარი დღის სამუშაო. უკვე არსებული დოკუმენტებიდან უნდა გადმოიღონ და გადმოწერონ კითხვარში. არავითარი შემოქმედება ან რაიმეს მოგონება საჭირო არ არის.

ჩვენს მთავრობას ერთ თვეზე მეტი დასჭირდა იმისათვის, რომ ასეთი მარტივი პროცედურა შეესრულებინა. ჩემს შემთხვევაში, თუ მე ვიქნებოდი მათ ადგილას ხელისუფლებაში, ამ ყველაფრის შესასრულებლად და გასაგზავნად დამჭირდებოდა მხოლოდ ერთი კვირა, რადგან ესაა ლოგიკური თარიღი ამის გასაკეთებლად.

მეტი დრო ფიზიკურად არ არის საჭირო. აქედან გამომდინარე, უკრაინამ და მოლდოვამ კარგა ხანია შეავსო და გაგზავნა კითხვარი. რატომ აგვიანებს ჩვენი მთავრობა? არამგონია, რომ ესეც უნიათობის ბრალია. ამ შემთხვევაში, ეს არის სიბოროტე და პირდაპირი საბოტაჟი ჩვენი მომავლის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img