22.11.2024

IRI – მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზეა ილია II, მეორეზე – კახა კალაძე, მესამეზე – სალომე ზურაბიშვილი

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% პატრიარქ ილია II-ის მიმართაა დადებითად განწყობილი, 53% – კახა კალაძის, ხოლო 52% – სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

ამასთან, პატრიარქის მიმართ 4% უარყოფიდადაა განწყობილი. თბილისის მერით 43%-ია უკმაყოფილო, ხოლო პრეზიდენტით 45%.

რეიტინგში მეოთხე ადგილს, 47%-ით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს. მის მიმართ უარყოფითად 48%-ია განწყობილი.

მეხუთე ადგილზე, 46%-ით, ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაა. მისით უკმაყოფილო 40%-ია.

ანა დოლიძის მიმართ გამოკითხულთა 44% აფიქსირებს დადებით განწყობას, უარყოფითს კი 35%.

გამოკითხულთა 40% ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, მიმართ დადებითადაა განწყობილი, 55% კი უარყოფითად.

დავით უსუფაშვილი 39%-ს მოსწონს, 48% კი მას უარყოფითად აფასებს.

39% დადებითადაა განწყობილი ელენე ხოშტარიას მიმართ, მისით უკმაყოფილო 52%-ია.

ირაკლი კობახიძე, 38%-ის მოსწონს, უკმაყოფილო კი 56%-ია.

გიორგი ვაშაძის რეიტინგი 37%-ია, მისით უკმაყოფილებას 56% გამოხატავს.

37% დადებით განწყობას გამოხატავს თეა წულუკიანის მიმართ, 57% კი უარყოფითს.

ნიკა მელიას მიმართ დადებითად 37%-ია განწყობილი, 58% კი უარყოფითად.

შალვა ნათელაშვილი 33%-ს მოსწონს, 63% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.

ბიძინა ვანიშვილის მიმართ დადებითად 31%-ია განწყობილი, უარყოფითად კი 60%.

გამოკითხულთა 31% დადებითადაა განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, 60% უარყოფითად.

შალვა პაპუაშვილის მიმართ დადებით განწყობას 27% გამოხატავს, უარყოფითს 39%.

მამუკა ხაზარაძე გამოკითხულთა 27%-ს მოსწონს, მის მიმართ უარყოფითად 61%-ია განწყობილი.

ალეკო ელისაშვილის მიმართ დადებითად 27%-ია განწყობილი, უარყოფითად 64%.

ნინო ბურჯანაძის რეიტინგი 25%-ია, ის 69%-ს არ მოსწონს.

ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადებითად 23%-ია განწყობილი, უარყოფითად 58%.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ დადებით განწყობას 23% აფიქსირებს, უარყოფითს 69%.

გიგა ბოკერიას მიმართ დადებითად 18%-ია განწყობილი, უარყოფითად 76%.

ხათუნა სამნიძის მიმართ დადებითად განწყობილია 16%, ხოლო უარყოფითად 45%.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img