უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა კიევი საკრუიზო რაკეტებით სწორედ მაშინ დაბომბა, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კიევს სტუმრობდნენ.
„რუსეთმა კიევი საკრუიზო რაკეტებით სწორედ მაშინ დაბომბა, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი ჩვენს დედაქალაქს სტუმრობდნენ. ამ საზარელი ბარბაროსული აქტით რუსეთი კიდევ ერთხელ ავლენს თავის დამოკიდებულებას უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მიმართ”, – დაწერა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე.