23.11.2024

მამუკა ხაზარაძე – სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ბორჯომის” აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე

უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის დროებით გაჩერების გადაწყვეტილებას პარტია „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა. ხაზარაძის თქმით, სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ბორჯომის” აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.

“ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში.მიზეზი – კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული “ალფა ჯგუფის” აქციონერობაა. “ალფა ჯგუფს” კომპანია “ბორჯომის” საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ “იმედის” დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს “ალფა ჯგუფისგან” “ბორჯომის” კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა.” – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

კომპანიამ „IDS ბორჯომი საქართველოს” განცხადებით, „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა“.

ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა 29 აპრილიდან დროებით აჩერებს მუშაობას, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ქარხნებში 400-მდე ადამიანია დასაქმებული. პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ დამსაქმებელმა თანამშრომლებს გარკვეული პირობები შესთავაზა, მაგრამ ჯერ შეთანხმება არ შემდგარა.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img