უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 219 ბავშვი დაიღუპა, 406 დაიჭრა, 626-ზე მეტი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამ მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, კიევისა და ხარკოვის ოლქებში დაშავდა. როგორც უწყება განმარტავს, დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვი ჯერ კიდევ ზუსტდება.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა.