23.11.2024

კარლ ჰარცელი – დარწმუნებული ვარ, მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც მივიღებთ, პროცესი კარგად მიდის

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც მივიღებთ. პროცესი კარგად მიდის, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სირბილის სპრინტი, ამ პროცესში მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ელოდება, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს დასკვნას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ.

„მერგო პატივი, მიმეღო პრემიერ-მინისტრისგან ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც მივიღებთ. პროცესი კარგად მიდის, უკვე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სირბილის სპრინტი, რომ ამ პროცესში მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი და ობიექტური შეფასება, რასაც ევროპული კომისია განახორციელებს ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ეს ეხება საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და მთავარ ეკონომიკურ და სხვა კრიტერიუმებს.

რაც შეეხება დროის გრაფიკს, მოლოდინი მაქვს, რომ ევროპული კომისია დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ, სავარაუდოდ, მომავალ თვეში წარადგენს,“- აღნიშნა ელჩმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, გამოაქვეყნებს თუ არა ევროკავშირის კითხვარსა და პასუხებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img