24.11.2024

დავით უსუფაშვილი – საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არამხოლოდ მიხაილო პოდოლიაკისთვის, არამედ დემოკრატიული სამყაროს ყველა წარმომადგენლისთვის გაუგებარია

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არამხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკისთვის, არამედ დემოკრატიული სამყაროს ყველა წარმომადგენლისთვის გაუგებარია.

როგორც უსუფაშვილმა ამ კონტექსტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორი დღის წინ საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციას ჰქონდა კითხვები იმის თაობაზე, რომ ვერ გაიგეს, რას ნიშნავს საქართველოს მთავრობის პოზიცია, როცა ერთის მხრივ, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობაზე საუბრობენ, ხოლო მეორეს მხრივ, მინიმალურზე მინიმალური კონტაქტები აქვთ.

„გაუგებარია ერთის მხრივ იმაზე გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ ეს უბედურება უფრო ადრე გადავიტანეთ და მეორეს მხრივ, მთავრობებს შორის სატელეფონო კონტაქტიც არ არის, რომ რაღაცებზე ერთმანეთთან ინფორმაცია გაცვალონ. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება, რაც უნდა მოგვარდეს. მაგალითად, მთავრობას ამის სურვილი რომ ჰქონდეს, საკონტაქტო პირი – ვიცე-პრემიერი ან ვინმე სხვა უკვე ეყოლებოდა, ვინც უკრაინის ხელისუფლებასთან მუდმივ სატელეფონო ხაზზე იქნებოდა.

რუსეთი რომ სანქციებისთვის გვერდის ავლას შეეცდება და ამაში პარტნიორები დასჭირდება, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?!“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img