22.11.2024

ფინეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის არმიის ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, – ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

„საფრენი აპარატის ტიპი არის Mi-17 ვერტმფრენი, სავარაუდო დარღვევის სიღრმე კი დაახლოებით ოთხიდან ხუთ კილომეტრამდეა“,- განუცხადა სააგენტო „ფრანს-პრესს“ სამინისტროს პრესსპიკერმა.

მათივე თქმით, შემთხვევა ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 10:40 საათზე მოხდა.

რუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე წელს მეორედ დაარღვია. რუსული არმიის კუთვნილი სამოქალაქო სატრანსპორტო თვითმფრინავი 8 აპრილს ფინეთის საჰაერო სივრცეში მცირე ხნით შევიდა.

შეგახსენებთ, ფინეთი და შვედეთი ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img