საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩიტაძის 4 ნომერში მდებარე შენობიდან ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, ლეონიძის ქუჩის 3 ნომერში გადადის. უკვე დაგეგმილია თანამშრომელთა ეტაპობრივი გადაყვანა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, რომელიც ჩიტაძეზე მდებარეობს ავარიულია და მისი რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას, გეგმავს ჩიტაძის 4 ნომერში არსებული შენობის მშენებლობა/რეაბილიტაციას. საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა საკმაოდ ძველია, ეჭვქვეშაა მისი მდგრადობა და ესპერტიზის დასკვნითაც დასტურდება, რომ შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას. შესაბამისად, დაიგეგმა თანამშრომელთა ეტაპობრივი გადაყვანა ლეონიძის ქუჩის 3 ნომერში მდებარე შენობაში“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.