რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფებიან და სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ „უნიანი“ “აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარზე დაყრდნობით იუწყება.
„კიდევ ერთხელ: არავის არავინ არ განუდევნია. რუსები ქარხანაში არიან. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა“, – განაცხადა პალამარმა.
ცნობისთვის, დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი 4 მაისს შევიდა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი უკრაინელმა მებრძოლებმა განდევნეს. მან მაშინვე დასძინა, რომ ამ ინფორმაციას ხელისუფლება ჯერ კიდევ აზუსტებს.