21.09.2024
- Advertisement -spot_img

ასპინძაში 36 წლის კაცი მოკლეს

ასპინძაში 36 წლის კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.

მომხდარზე დაკავებულია ერთი ადამიანი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”- ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დისტანციის ზრდის საფრთხე: სავიზო რეჟიმის შეჩერების რისკები

პაველ ჰერჩინსკი - თუ არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები -...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img