უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
“შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი”, – თქვა ერმაკმა.
ერმაკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა გადაარჩინოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მოსამსახურე.
მარიუპოლის აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნისკენ მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით გაეროსა და წითელი ჯვრის კოლონა გუშინ გაემართა.
არსებული ინფორმაციით, 200-მდე მოქალაქე, მათ შორის მინიმუმ 20 ბავშვი ჯერ კიდევ ქარხნის ქვეშაა და გამოსვლას ვერ ახერხებს.