The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას 136 მლნ დოლარის ღირებულების ლაზერული დამიზნების რაკეტებს და სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემს.
გამოცემის ცნობით, ეს შეიარაღება უახლოეს მომავალში უკრაინაში გაიგზავნება. ეს იარაღის ცალკე პარტიაა და არა ის იარაღი, რომელიც პენტაგონმა უკრაინას აქამდე არსებული მარაგიდან მიაწოდა.
საუბარია 70 მმ-იან რაკეტებზე, რომელთა ფასი 22,6 მლნ დოლარია, რაკეტა მაღალი სიზუსტის იარაღს წარმოადგენს და მისი გაშვება ვერტმფრენებიდან არის შესაძლებელი.
კიდევ $17,8 მლნ Switchblade-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს მოხმარდება, რომელიც ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად გამოიყენება. 19,7 მლნ დოლარი კი ხელის სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს Puma-ს შეძენაზე დაიხარჯება.
პენტაგონმა ძველი რაკეტების მოდერნიზება მოახდინა და მათზე თანამედროვე დამიზნების სისტემები დააყენა. ეს უკრაინის ჯარის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.