24.11.2024

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ კანონს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რითიც კანონი ოფიციალურად ძალაში შევიდა.

ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.

აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ბაიდენს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას.

შეგახსენებთ, ლენდ-ლიზის აქტს გასულ თვეში, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი.

ისტორიული მნიშვნელობის ,,ლენდ-ლიზის” პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. მან შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა, მოკავშირეებისთვის იარაღი სწრაფად მიეწოდებინა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img