22.11.2024

ზელენსკი – “ლენდ-ლიზის” კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია – დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ “ლენდ-ლიზის” აქტზე ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე” ეხმაურება.

ზელენსკის თქმით, აქტი, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად მოეწერა ხელი, ისტორიული ნაბიჯია.

,,მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. ,,ლენდ-ლიზის” შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ, დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ”, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ,,ლენ-ლიზის” აქტს ხელი მოაწერა, რითიც იგი კანონიერ ძალაში შევიდა. ამიერიდან აშშ უკრაინას სწრაფ და ეფექტურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img