25.11.2024

თენგიზ ცერცვაძე – ის განცხადება ემოციური იყო და საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, რომ დავრჩე თანამდებობაზე

„ის განცხადება ემოციური იყო და საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, რომ დავრჩე თანამდებობაზე“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, თანხების შესაძლო გაფლანგვაზე მის მიმართ არსებული ბრალდებები უსაფუძვლოა. 

„მე ვრჩები თანამდებობაზე. მე რომ მეგონა, მთელი ქვეყანა ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს.

მე ვიყავი კლინიკური მართვის ჯგუფი და პასუხს ვაგებდი უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობაზე, პროტოკოლებზე, ახალ მეთოდებზე, ავადმყოფების გადარჩენაზე და არანაირი შეხება არ მქონია ფინანსების განაწილებასთან, არც რამე შესყიდვებთან, ამიტომ იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი ჩემი გარევა ამ საქმეში“, – განაცხადა ცერცვაძემ. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img