23.11.2024

ზელენსკი – უკრაინელი დამცველები ჯერ კიდევ აგრძელებენ წინააღმდეგობას “აზოვსტალის” ქარხანაში – ვთხოვეთ პარტნიორებს იარაღის მოწოდება მარიუპოლის განბლოკვისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ მიუღია საკმარისი იარაღი მარიუპოლის ალყის განსაბლოკად და ქალაქის გასათავისუფლებლად.

“უკრაინელი დამცველები ჯერ კიდევ აგრძელებენ წინააღმდეგობას “აზოვსტალის” ქარხანაში. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ინსტრუმენტს მათი გადასარჩენად, მაგრამ რუსეთი შემოთავაზებულ ვარიანტებს არ თანხმდება. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს პარტნიორებს იარაღის მიწოდება მარიუპოლის განბლოკვისთვის, სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის გადასარჩენად”, – განუცხადა მალტელ დეპუტატებს ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, მისი ქვეყნის ქალაქებზე ომის დაწყებიდან 2250 სარაკეტო იერიში განხორციელდა.

„დაბომბვა არ წყდება არც დღისით და არც ღამით“, – დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img