24.11.2024

უკრაინის სახალხო დამცველი – რუსეთმა უკრაინიდან იძულებით 200 000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და დღემდე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ოკუპანტებმა 200 000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლუდმილა დენისოვას თქმით, მოსკოვს სურს უკრაინელი ბავშვები რუსეთის მოქალაქეებად გახადოს.

„როცა ჩვენს შვილები გაჰყავთ ანადგურებენ ეროვნულ იდენტობას, ართმევენ ჩვენს ქვეყანას მომავალს. ჩვენს შვილებს იქ რუსულად ასწავლიან ისტორიას, რომელიც პუტინმა ყველას უამბო“, – აცხადებს ლუდმილა დენისოვა.

თავის მხრივ ოფიციალური მოსკოვი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უკრაინელი ბავშვების გაყვანას უარყოფს და აცხადებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს მათ, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img