14 მაისიდან რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს. კომპანია RAO Nordic Oy -მ, რომელიც რუსულ ენერგეტიკულ კომპანია Интер РАО-ს ეკუთვნის აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელა, რაც ფინეთის მთავრობამ NATO-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.
როგორც კომპანია RAO Nordic Oy-ში აცხადებენ, მიწოდება წყდება 6 მაისიდან Nord Pool-ის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო.
ფინეთის ელექტროქსელის კომპანია Fingrid-ში ამბობენ, რომ მიწოდების შეჩერება არ შეუქმნის პრობლემებს მომხმარებლებს, ვინაიდან მთლიანი მოხმარების მხოლოდ 10%-ს ყიდულობდნენ რუსეთისგან. დანაკლისის ანაზღაურება კი შესაძლებელი გახდება საკუთარი წარმოების ხარჯზე და შვედეთიდან იმპორტის გაზრდით.