რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ შეიძლება ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანრიუშჩენკო Telegram-ზე წერს.
“წვის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ჯოჯოხეთია დედამიწაზე, აზოვსტალში. გასაოცარია, როგორ უძლებენ ჩვენი მცველები. ჩვენ ყველა მათ წინაშე ვალში ვართ”. – წერს მერის მრჩეველი.
ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედიაც. მათი ინფორმაციით, აზოვსტალის ხანძრის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ფოსფორის ბომბები გამოიყენეს.