22.11.2024

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ის განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა.

ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კახა დამენიას კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად, საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი კიდევ ორ პირს – რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას და დაკავშირებული კომპანიის ინტერ მედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

ამასთან, ნიკა გვარამიას მანამდე “საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ”, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 გირაო აქვს შეფარდებული და შეზღუდული აქვს ქვეყნიდან გასვლის უფლება.

გუშინ, სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა 2019 წლის 4 ნოემბერს გავრცელებულ სასამართლოს მეგობრობის დასკვნაზე და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არ უნდა იყოს მიჩნეული სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობად.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img