22.11.2024

ხათუნა სამნიძე – ნიკა გვარამიას საქმე და მისი დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება – სასამართლომ ივანიშვილის ბრძანება შეასრულა

ნიკა გვარამიას საქმე და მისი დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება – ბიძინა ივანიშვილის ბრძანება შეასრულა საქართველოს სასამართლომ, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის მესიჯი ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანისთვის, რომ დაისჯება ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს შეეწინააღმდეგება.

“ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, ამაზე თანხმდება არა მხოლოდ ქვეყანა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც. ნიკა გვარამიას დაკავება არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, პირადი ანგარიშსწორება. ის დიდი ხანია არის მეტოქე ბიძინა ივანიშვილის, რომელიც უკან არ იხევს არც ერთ ჯერზე და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ბრძანება შეასრულა საქართველოს სასამართლომ, სამწუხაროდ. ყველა ჯერზე, როდესაც მე მგონია, რომ ეს ხელისუფლება არ დააზიანებს ისე ქვეყანას, რომ სერიოზული ზიანი მიადგეს მის საერთაშორისო იმიჯს და მის დემოკრატიულ მომავალს, ყოველ ჯერზე ვცდები და ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ ის არაფრად არ აგდებს ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და პირადაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას”, – განაცხადა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img