21.11.2024

ნინო ლომჯარია – დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში

დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში – ვფიქრობ, გვარამიას საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმატება ექნება – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად შესვლამდე განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ განაცხადა, საქმე, რომელზეც ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, დანაშაულის ნიშნებს საერთოდ არ შეიცავს.

„ჩემი მოსვლის მიზანი არის ის, რომ მოვინახულო პატიმარი, რომლის მიმართაც სახალხო დამცველის შეფასებით, დღეს კანონთან შეუსაბამო განაჩენი დადგა. სახალხო დამცველის აპარატს ბრალი, სადაც განაჩენი დადგა, დეტალურად გვაქვს შესწავლილი. ვფიქრობთ, ამ საქმეში არათუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია, არამედ არც საკორპორაციო სამართლის მიმართულებით შეიძლებოდა ჰქონოდა მსგავს დავას წარმატება მომჩივნის მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, დარღვეულია კანონიერების პრინციპი, ასევე სტრასბურგის ევროკონვენციის მეშვიდე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი გასამართლდეს ისეთი ქმედებისთვის, რაც დანაშაულად არ ითვლება. ვფიქრობთ, აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, რა არის ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მიზანი, ლომჯარია ამბობს, რომ ეს პროცესი „კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ დაწყებული მტრული გარემოს გაგრძელება და რადიკალური გამოვლინებაა“.

„ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედია მფლობელების და მენეჯერების მიმართ, ფიზიკურ თავდასხმებს და დისკრედიტაციების მცდელობებს, დღეს კი ალბათ კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი იმისთვის, რაც დანაშაულს საერთოდ არ წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ ხდება. ასეთი ფაქტები ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში. დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი გვარამიას მიმართ განაჩენის შესახებ საკუთარ სამართლებრივ შეფასებას საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img