საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„შეხვედრა გაუქმებულია,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ალიანსი სხვა დეტალების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს.
შეხვედრა დღეს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით გაუქმდა. თემაზე კომენტარი არც საქართველოს ოფიციალურ უწყებებს და არც NATO-ს პრესცენტრს არ გაუკეთებია.