“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე, მიხაილო პოდოლიაკზე საუბრისას ამბობს, რომ ის არის ჭე კლასის ვიღაც მრჩეველი, რომელსაც უკრაინაშიც არ უსმენენ.
“პოდოლიაკი და ძმანი მისნი არ არის ჩვენთვის საინტერესო – თუ არ ვცდები, ეს არის ჭე კლასის ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ. რამდენადაც გავიგე, თურმე, უკრაინის ის მაგარი მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც უკვე მათი არასწორი განცხადებისა და პოლიტიკის გამო.
ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ობიექტურობა და სამართლიანობა მოთხოვო, გაჭირდება. სავარაუდოდ, ეს არის სააკაშვილის ფასიანი ლობისტი, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული – უამრავი ჰყავს, მათ შორის, მთავრობაშიც. ამაზე დროს ნუ დამაკარგინებთ, ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში.” – ამბობს ზარქუა. რადიო “მაესტროს” ცნობით, პოდოლიაკმა მათთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას თქვა, რომ პრორუსი ოლიგარქები სანქციების სიაში უნდა იყვნენ.