27.11.2024

ლელო ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში ირაკლი ღაარიბაშვილს იბარებს

ლელო ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, ღარიბაშვილი კონსტიტუციით ვალდებულია, მივიდეს პარლამენტში და კონკრეტულ შეკითხვებს პასუხები გასცეს.

“ჩვენ დაბარებული გვყავს საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რამდენად არის დღეს საქართველო დაცული და უსაფრთხო, რომ ის არ გახდეს შავი ხვრელი რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ის კონსტიტუციით ვალდებულია, მოვიდეს 27 მაისს და კონკრეტულ შეკითხვებს გასცეს კონკრეტული პასუხები”, – თქვა ნაცვლიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img