22.11.2024

ზელენსკიმ დავოსის ფორუმის მონაწილეებს მიმართა – მაქსიმალურად მკაცრი სანქციებია საჭირო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა მაქსიმალური სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ.

ზელენსკის თქმით, უნდა დაწესდეს სრული ემბარგო რუსულ ნავთობზე და ყველა რუსულ ბანკს უნდა აეკრძალოს გლობალურ სისტემებთან წვდომა.

“საჭიროა მაქსიმალურად მკაცრი სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ, მხოლოდ ეს მოახდენს რუსეთის და ნებისმიერი სხვა ქვეყნის პრევენციას, დაიწყოს არაპროვოცირებული ომი მეზობლის წინააღმდეგ. ამჟამად, მსგავსი სანქვიები არაა ძალაში – ესენია სრული ემბარგო რუსულ ნავთობზე, ყველა რუსულ ბანკს უნდა აეკრძალოს წვდომა გლობალურ სისტემებთან და არანაირი ვაჭრობა რუსეთთან. არ უნდა დავუშვათ, ბრუტალურმა ძალებმა მართონ მსოფლიო”, – თქვა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img