24.11.2024

IDFI – 2021 წელს ყველაზე დახურული უწყებები მთავრობის ადმინისტრაცია და კულტურის სამინისტრო იყო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ 2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია იყო.

IDFI-ის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით 2%-ით გაუმჯობესდა. მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელი შესაძლებელია შეფასდეს როგორც პანდემიის შედეგად საჯარო დაწესებულებებში შექმნილი არაორდინალური სიტუაციის გავლენის შესუსტება, ხოლო მეორეს მხრივ ცალკეული უწყებების (მაგალითად იუსტიციის სამინისტროს მთლიანი სისტემა) წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით, რაც დადებითად აისახა საჯარო სექტორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელზე.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 6,961 განცხადებაზე (82%). გასულ წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 13-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა.

“2021 წელს განსაკუთრებით პრობლემურად უნდა შეფასდეს ისეთი საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ხელშეწყობაში. მაგალითად, მთავრობის ადმინისტრაცია რომელიც პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, უნდა წარმოადგენდეს მოქალაქეთა ინფორმირების შეუფერხებელ წყაროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინიტრო მისი საერთაშორისო რეპუტაციის მნიშვნელობის და მათ მიერ ადმინისტრირებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობის გათვალისწინებით, უნდა გამოირჩეოდნენ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით”,-წერია IDFI-ის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის დროს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე და სხვა”,-წერია ანგარიშში.

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (95,93%) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – (95,65%), ხოლო ყველაზე დაბალი ეკონომიკის სამინისტრომ (30,57%) , მთავრობის ადმინისტრაციამ (30,44%) და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ (0%).

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img