უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ გასულ კვირას ქალაქ დესნაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 87 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ერთი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობაა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქი კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩერნიგოვის რეგიონში მდებარეობს, სადაც ყაზარმები და სამხედრო ბაზაა. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუდასტურებია, გარდაცვლილები სამხედროები არიან თუ სამოქალაქო პირები.
„დღეს, ჩვენ დესნაში მუშაობა დავასრულეთ. დესნაში, ნანგრევების ქვეშ იყო 87 გარდაცვლილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, აქამდე ერთი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი რიცხვი კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმისას დაფიქსირდა, სადაც 52 ადამიანი გარდაიცვალა.