300 წლის შემდეგ, მდინარე იორდანეს ნაპირებთან, 4000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, საქართველოს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან გადაეცემა. დაგეგმილია ოფიციალური საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, იორდანიის პირველი პირებიც დაესწრებიან. მიწაზე, საქართველოს პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
“წმინდა მიწა ყველა ქვეყნისთვის არის დიდი პრესტიჟი და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მთელი საუკუნეების მანძილზე. ამავე დროს, ეს არის დიდი პოლიტიკის ნაწილი. წმინდა მიწაზე ჩვენი ინტერესების წარმოდგენა, ეს არის მსოფლიო პოლიტიკაში აქტიური ჩართვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროცესში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვას და უდიდესი როლი აქვს საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს”, – აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიაში, ერაყსა და ლიბანში ზაზა კანდელაკი